თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ თბილისში კიდევ ლოჯისტიკის ორი ცენტრი გახსნა, რომლებიც თემქასა და საბურთალოზე მდებარეობს.
თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის რეგიონალური განვითარების მენეჯერის ირაკლი სამხარაძის განცხადებით, თემქის ლოჯისტიკის ცენტრი ჟურნალ–გაზეთებით თემქასა და სანზონის ნაწილს მოამარაგებს.
„რაც შეეხება საბურთალოს, ამ რაიონისთვის ეს უკვე მეორე ცენტრია. მისი გახსნა რაიონის სიდიდემ განაპირობა. საბურთალოზე ბევრ ქუჩას, პრესა დღემდე არ მიეწოდებოდა“ - აღნიშნა ირაკლი სამხარაძემ.
ამ დროისთვის, თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას 13 ლოჯისტიკის ცენტრი აქვს. ორგანიზაციაში დასაქმებული პრესის რეალიზატორების რიცხვმა კი - 156–ს მიაღწია.

















