საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხაშურის გ. ტაბიძის სახელობის მე-6 საჯარო სკოლას ესტუმრა და გაკვეთილს დაესწრო.
როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, მთელი საქართველოს მაშტაბით იმ სკოლების რეაბილიტაცია დაიწყება, რომელშიც სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ განხორციელებულა.
„ბევრ სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. კარგად ვხედავთ ჩვენს წარმატებებსა და მინუსებს. აუცილებლად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურაზე მუშაობას. წელს მილენიუმის კორპორაცია გამოყოფს 60 მილიონ დოლარს გრანტის სახით, რომელიც სკოლების რემონტს და რეაბილიტაციას მოხმარდება“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გილაური ხაშურის სკოლას სოციალურ ქსელ "ფეისბუქ"-ზე გამართული კონკურსის ფარგლებში სტუმრობდა. პრემიერ-მინისტრის გვერდზე გამოცხადებულ კონკურსში - "ჩემი საყვარელი სპორტი" ამ სკოლის მოსწავლეების მიერ გაგზავნილმა ფოტოსურათმა გაიმარჯვა.

















