რომის პაპი ფრანცისკე საქართველოში იმყოფება.
მას აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ. გარდა ამისა, აეროპორტში კათოლიკე ქრისტიანებიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე პირველ შეხვედრას გიორგი მარგველაშვილთან, პრეზიდენტის სასახლეში გამართავს.
1-ელ ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგაც მცხეთაში გაემგზავრება.
თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

















