კიკვიძის ბაღის დასაცავად დღეს 21 საათზე, მუსიკალური აქცია - "მწვანე ღამე" გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" პრესსამსახურიდან აცნობეს, აქციის ორგანიზატორები მათი პარტიის გარდა, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები - "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" არიან.
აქციაში მონაწილეობას ახალგაზრდა მუსიკოსები და ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც კიკვიძის ბაღის გაჩეხვას აპროტესტებენ.

















