logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
 ლევილის მამულში ქართული აკადემია მოეწყობა
ლევილის მამულში ქართული აკადემია მოეწყობა
10:48 29.09.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ეს ფაქტი საქართველოს მოსახლეობას მიულოცა. მისი განმარტებით, სამუშაო პროცესი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მიმდინარეობდა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, 25 წლიანი საკმაოდ რთული პროცესი 2016 წლის 23 სექტემბერს წარმატებით დასრულდა.

„დღეს პირველი მთავრობის სხდომაა, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს და მოგილოცოთ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული, 25 წელია სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა ამ საკითხზე მუშაობა და ძალიან მახარებს, რომ სწორედ დღეს დასრულდა ეს უზარმაზარი პროცესი და სწორი მიდგომით, ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი მოლაპარაკების შედეგად, მიღწეულ იქნა ეს უდიდესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა. გათვალისწინებულია, რომ ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია“, სადაც განთავსდება ისტორიული სამუზეუმო სივრცე, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი. ქართული აკადემიის ფარგლებში იქნება საშუალება, რომ ქართველი მეცნიერები გარკვეული დროით დარჩნენ. იქ იქნება განსაზღვრული სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი ფართი, ქართველი მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის. მათ შეეძლებათ დარჩნენ და იმუშაონ საფრანგეთში. ეს მნიშვნელოვანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის“ - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მოგილოცოთ ყველას და მადლობა გადავუხადო გელა დუმბაძეს და თეა წულუკიანს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს და არაადამიანური შრომა გასწიეს, რათა მიღწეული ყოფილიყო ეს შეთანხმება. ასევე მადლობას ვუხდი საფრანგეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომლებთანაც იქნა მიღწეული ეს შეთანხმება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა