logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
14 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცა
14 დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცა
16:53 06.09.2016
თბილისში, გახოკიძის ქ.N62-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილი ოჯახი ბინის მესაკუთრე გახდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილ ოჯახებს გასაღებები გადასცეს და ახალი ბინები მათთან ერთად დაათვალიერეს.

აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ყაზბეგის ქ. 34-ში კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებულ შენობაში ცხოვრობდნენ. სამინისტროსა და კერძო მესაკუთრეს შორის მოლაპარაკების შედეგად, დევნილები თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცემათ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის წარმატებული მაგალითი.

„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის. დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ უმძიმეს პირობებში ყაზბეგის გამზირზე, სადაც იგეგმება 7-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორთან და დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა თანადაფინანსებით განხორციელდა - 50% სამინისტრომ, ხოლო 50% შპს „4 კენმა“ დაფარა. დევნილები თავიდანვე იყვნენ ჩართულები ბინების შერჩევის პროცესში, როგორი უნდა ყოფილიყო ოთახების განლაგება, რა ფერად შეეღებათ კედლები და ასე შემდეგ, ბუნებრივია იმ თანხის ფარგლებში რაც იყო გამოყოფილი. ყაზბეგის გამზირზე არსებული შენობის ნახევარი, რომელიც ავარიული იყო შარშან დავცალეთ, დევნილი ოჯახების ნაწილი კი წელს გადმოვიყვანეთ ახალ ბინებში. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ თანამშრომლობას ასეთ კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ ინვესტიციების განხორციელების სურვილი და მთლიანობაში წელს თბილისში საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბინებში გადაყვანილია 40-მდე დევნილი ოჯახი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა

დევნილი ოჯახებისთვის ბინები სამშენებლო კომპანია „ტეტრისის“ მიერ ახალაშენებულ კორპუსში იქნა შესყიდული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა