დღეიდან თბილისში, გმირთა მოედანზე კოსტავას ქუჩიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
შეზღუდვა ტერიტორიაზე მიმდინარე ესტაკადის მშენებლობას უკავშირდება და მშენებლობის დასრულებამდე იმოქმდებს.
მშენებლობის პერიოდში, გმირთა მოედანზე კოსტავას ქუჩიდან ტრანსპორტის გადაადგილება ერთი საგზაო ხაზით იქნება დაშვებული.
მერია მძღოლებს მოუწოდებს ამ პერიოდში ალტერნატიული მარშუტებით ისარგებლონ.

















