თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14 საათამდე
რუსთაველის გამზირის ნაწილს, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 16 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონს, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ჟღენტის, თამარაშვილის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა ამავე პერიოდში გვაზაურის, ზედაზენის, კონიაკის, ქსოვრელის, დიდი ჯიხაიშის, სააკაძის, ჯავის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს, ქერჩის, სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
ელექტროენერგია 10-დან 17 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების სარაჯიშვილის ქუჩას, ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, კაჩინსკის, კასპის, მეველეს, გუდარეხის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
შუქი 10-დან 18 საათამდე მოსკოვის გამზირის ნაწილს, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების, იუმაშევის, ნაკადულის, სამასი არაგველის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია გურამიშვილის გამზირის ნაწილს, თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის, ბუაჩიძის, გუდამაყრის, ინწკირველის, კახიანის და მიმდებარე ქუჩებს, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ხვიჩიას, შარტავას და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
11-დან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება გლდანის ხევის დასახლებას, კაჭარავას, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 11-დან 15 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, თამარ მეფის გამზირის ნაწილს, ჭოროხის, კიევის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, კვინიტაძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

















