საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხვალ ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარების მიზნით, ეროვნული მუზეუმი და სოხუმის უნივერსიტეტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, შეთანხმების საფუძველზე წარჩინებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალება მიეცემათ სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული მძლავრი მატერიალური და ინტელექტუალური ბაზა.
მემორანდუმს ხელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე მოაწერენ.

















