კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს
ელექტროენერგის მიწოდება შეუწყდება.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონს. კერძოდ, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, მუხის და ტირიფების ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება მაჩაბელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონს. კერძოდ, რუისის, ჩეხოვის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

















