გამოფენა 1937-1938 წლების რეპრესიები - "სტალინური სიები საქართველოზე“ ხვალ გოეთეს ინსტიტუტში გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამ პერიოდის საქართველოში განვითარებული
ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტო მასალა, რომელიც საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ არქივებშია მოძიებული.
გამოფენის ორგანიზატორები არიან შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიურო და შსს-ს არქივი.

















