ქუთაისში გამართულ „ქართული ოცნების“ აქციას პირდაპირი ეთერით ტელეკომპანიები
„მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ გადასცემენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს.
ქუთაისში ამ დროისთვის აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ლიდერები აქციას სხვადასხვა რაიონებიდან ქუთაისში მიმავალ მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდებიან.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია დღეს ქუთაისში 18:00 საათზე გაიმართება. აქცია ბალახვანის მოედანზეა დაგეგმილი.

















