მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს სულთმოფენობის დღესასწაულის წარგზავნა, ყოველთა წმინდათას კვირა აღინიშნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესაწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 09:00 საათიდან ატარებს.
მორწმუნეთათვის დღევანდელი დღე ხსნილია. 11 ივნისიდან კი, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყება, რომელიც 12 ივლისამდე გაგრძელდება.

















