მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამეების კვირიკესა და მისი დედის, ივლიტას
ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა ივლიტა დიდგვაროვანი იყო და ადრე დაქვრივებული პატარა კვირიკეს ზრდიდა. ისინი მართლმადიდებლობისთვის ეწამენ. ამ დროს წმინდა კვირიკე მხოლოდ სამი წლის იყო. წმინდა ივლიტას ქრისტეს სარწმუნოებისთვის რკინის წვერბასრი იარაღებით ჯიჯგნიდნენ და ჭრილობებში გამლღვალ ფისს ასხამდნენ. წმინდა კვირიკე და ივლიტა 305 წელს აღესრულნენ.
მათ მიმართ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისთვის ლოცულობენ.
წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი დადიანების სასახლის მუზეუმში ინახება.
სვანეთში კი უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.

















