logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პრემიერი: საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება
პრემიერი: საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება
10:42 28.07.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართველებს მართლაც გვაქვს საამაყო, რომ ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება, რომლითაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამა გრძელდება, კიდევ უფრო ფართოვდება, ასევე, პოზიტიურია განკურნების მაჩვენებლები. გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს.
გასული წლის აპრილიდან დღემდე, პროექტში 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, 5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და 92 პროცენტი სრულად განიკურნა, - ეს სტატისტიკური მაჩვენებლები სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა. დავით სერგეენკოს შეფასებით, ეს ძალიან მაღალი წარმატების პროცენტია.
"იმისთვის, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო, მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური გარემო. ეს იყო მთავარი წინაპირობები, რის გამოც პროგრამა დაიწყო. ბოლო 3 თვეა, გადავედით ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი - სიმძიმის, რისკჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა უკვე თვეში 3 000 პაციენტზე ავდივართ. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 000 ადამიანისთვის, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებით არის ინფიცირებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.
"ბევრი ადამიანი ელოდა იმედით ამ პროგრამას და კარგია, რომ ის, არათუ ამართლებს ყველა მოლოდინს, არამედ, დიდწილად გადააჭარბა კიდეც მოლოდინებს წარმატების მაჩვენებლებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა