logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეების მასობრივ ჭრასთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება იწყება
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეების მასობრივ ჭრასთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება იწყება
18:31 08.06.2012
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხეების მასობრივ ჭრასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ავრცელებს.
ცენტრის განმარტებით, 11 მაისს საქართველოს მთავარ პროკურატურას მათ მასალები გადაუგზავნეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ველოტრასის მშენებლობასა და ასეულობით უნიკალური ჯიშის წითელ წიგნში შესული ხეების ჭრას უკავშირდება.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრს’’ პროკურატურიდან დღეს აცნობეს, რომ მასალები სათანადო რეაგირებისთვის ზუგდიდის შს სამმართველოს გადაეგზავნა.
,,ველოტრასის მშენებლობის პროექტი უნდა შეთანხმებულიყო კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან, სადაც სპეციალური საბჭო განიხილავდა მშენებლობისა თუ რეკონსტრუქციული სამუშაოების მიზანშეწონილობას და მხოლოდ ამის შემდეგ სააგენტოს ნებართვების სამსახური გასცემდა ნებართვას მშენებლობაზე ან ობიექტის რეკონსტრუქციაზე“- განაცხადა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და დასძინა, რომ მოცემულ შემთხვევაში პროექტს არც ერთი აღნიშნული სტადია არ გაუვლია.
„ეკოლოგირი სამართლის ცენტრი“ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტად აფასებს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
ცენტრი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა