საქართველოს მოსახლეობა წუხელ უცნაური მოვლენის თვითმხილველი გახდა.
ცაზე გაურკვეველი მანათობელი ობიექტი შეამჩნიეს, რომელიც
თითქმის 5 წუთის განმავლობაში მოძრაობდა, შემდეგ კი - აფეთქების მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.
მოვლენის გადაღება მოსახლეობამ ფოტო და ვიდეო კამერებით მოახერხა.
ნათება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში იყო შესამჩნევი.
მოვლენას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ეს მეტეორის ატმოსფეროში შემოჭრასა და მის ჩამოვარდნას უკავშირდებოდეს, რაც ბუნებრივი მოვლენაა.
სოციალურ ქსელებში კი ვრცელდება ვერსია, რომ უცნაური ნათება რუსული ბალისტიკური რაკეტის ანარეკლი იყო, რომელიც ასტრახანის ოლქში მდებარე ბაზიდან მისმა საცდელმა გაშვებამ გამოიწვია. აღნიშნული ვერსიის ავტორების თქმით, მოვლენა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც შესამჩნევი იყო.

















