ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოწამვლის დიაგნოზით შეყვანილი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც "ნიუსპრესს" ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან აცნობეს, შესაბამისი სამკურნალო პროცედურების გავლის შემდეგ პაციენტები კლინიკიდან უკვე გაწერეს.
მოწამვლის დიაგნოზით ღუდუშაურის კლინიკაში 22 თებერვლის საღამოს 4 პიროვნება შეიყვანეს. ისინი სავარაუდოდ შაურმით იყვნენ მოწამლული.

















