აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გუდაუთაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაციას იწყებს.
უნიკალური ტაძარი X-XI საუკუნით თარიღდება. რესტავრაციის ბრძანება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გასცა.
აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ განცხადება 30 მარტს მიიღო.
განცხადების თანახმად, პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო, რომელთა შედეგად შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ზიანდება.

















