საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დღეს და ხვალ „ნახატები ბიბლიურ თემაზე“ კონკურსის
მეორე ტური - „ხატვის დღე“ გაიმართება.
კონკურსანტებს წმინდა წერილიდან ამონარიდს წაუკითხავენ, რომლის მიხედვითაც მონაწილეებმა ერთი ნახატი უნდა შეასრულონ. ასევე, მათ მიეცემათ საზაფხულო დავალება, რომელიც 7 ნახატის დახატვას მოიცავს, აქედან 4 ძველი, 3 კი - ახალი აღთქმიდან უნდა იყოს.
კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინება.
კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მესამე წელია ტარდება.

















