ტელეკომპანია „სტერეო პლუსის“ სიგნალი უკვე გაითიშა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კომპანიის დამფუძნებელმა დავით
ზილფიმიანმა განუცხადა.
მისი თქმით, დღის განმავლობაში „სტერეო პლუსის“ სიგნალი რამდენჯერმე გაითიშა და ისევ ჩაირთო, თუმცა, ამ დროისთვის საბოლოოდ გაითიშა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „სტერეო პლუსს“ „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირე დღეს 14:00 საათამდე უნდა გაეთიშა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „სტერეო პლუსის“ სიგნალი მთლიანად გამოირთვებოდა. კომისიამ შპს „სტერეო პლუსი“ „მეცხრე არხის“ საეთერო სიხშირის გავრცელებისთვის 5 000 ლარითაც დააჯარიმა.
„სტერეო პლუსმა“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნა არ შეასრულა, რადგან, როგორც კომპანიაში განაცხადეს, ამის შესრულება ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

















