კოალიცია „ქართული ოცნება“ ქუთაისში პარლამენტის მშენებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩამონგრევის შედეგად ერთი მოქალაქის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულისა და დაშავებულების
ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„კოალიცია იმედოვნებს რომ ნგრევისას დაშავებულ პირებს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწევათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება“- აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
ქუთაისში მშენებარე პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის ხარაჩო ჩამოიშალა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

















