ქუთაისის მშენებარე პარლამენტის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხარაჩოების ჩამოშლის შედეგად დაღუპული მუშის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
როგორც „ნიუსპრესის“ ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცხედარი უკვე გადაასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ სამსახურში.
სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
უკვე ცნობილია, რომ ნგრევის შედეგად გარდაცვლილია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომხდარის გამო მწუხარება უკვე გამოთქვა. მან გამოძიების დაწყება და ყველა იმ მშენებლობის ხელმძღვანელის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა, სადაც უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაცული არ არის.

















