დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯუდით გოფი, დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღისა და ბრილიანტის იუბილეს
აღსანიშნავად ოფიციალურ მიღებას გამართავს.
მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები ბრიტანელები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„წელს ჩვენ აღვნიშნავთ მისი უდიდებულესობა დედოფლის ტახტზე ასვლის 60 წლის თავს. ამ თარიღს მთელ მსოფლიოში ზეიმობენ. ასევე, ვზეიმობთ საქართევლოსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ოციწლისთავს. ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, დაფასებასა და მეგობრობაზე. ვამაყობ, რომ საქართველოში ვმოღვაწეობ და გავაგრძელებ მუშაობას რათა კვლავაც განვავითარო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“ - აღნიშნა ჯუდით გოფმა.
ღონისძიება დღეს, ბრიტანეთის სალჩოში გაიმართება.

















