თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სახლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების გამო წყლის მიწოდება გლდანი-ნაძალადევის რაიონში ანდრონიკაშვილის, რიონის, მ. წერეთლის, ღრმაღელის, კაჭარავასა და ივანოვის ქუჩებს შეუწყდება. წყალმომარაგება შეუწყდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არსენალის მთას, ტყვიავის, ტოლსტოის, უზნაძის, პეტერბურგის, ზ. ჭავჭავაძის, კრილოვის, პასტერის, ბაქოს, ფიროსმანის, გ.დოლიძის ქუჩებსა და აღმაშენებლის გამზირს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, მოსახლეობას წყალმომარაგება 20:00 საათიდან აღუდგება.

















