თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14 საათამდე რუსთაველის გამზირისა და დაბა წყნეთის ნაწილს, ხოლო 10-დან 16 საათამდე თაბუკაშვილის ქუჩას და გლდანის ხევის დასახლებას გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 17 საათამდე იორის, პატარძეულის, დოლაბაურის, ჩოლოყაშვილის, ლერწმის, მანავის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 18 საათამდე ელექტროენერგია აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრის, დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების, პეტრიწის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, ბაკურციხის, ლიხაურის და მიმდებარე ქუჩებს, თემქის XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, მუხიანის I და IV ბ მიკრორაიონებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შუქი ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, საქნავთობის დასახლებას, ქაიროს, ქინძმარაულის, გახოკიძის, ბერიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 18 საათამდე ასევე, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, ლომთათიძის, იმერეთის, ბენდელიანის, დიდი ჯიხაიშის, სამღერეთის, ზაქარაიას და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

















