ინვალიდთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა სიხარულიძეს, სამი დღის წინ თვითნებურად დაკავებული ფილოსოფიის ინსტიტუტის ყოფილი შენობის კარი, დღეს დაკეტილი დახვდა.
როგორც სიხარულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მას პრესკონფერენცია უნდა გაემართა და ალტერნატიული ფართის მოძებნამადე, ინვალიდთა კავშირისთვის ამ შენობის დროებით გადაცემა მოეთხოვა. ინვალიდთა ასოციაცია ჭავჭავაძის #29-ში მდებარეობდა, რომელიც სამი თვის წინ დაინგრა.
„ჩვენ მივმართეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროებს იმის თაობაზე, რომ ეს შენობა დროებით ჩვენთვის დაეთმოთ. თუმცა, პასუხი არ მიგვიღია“-განაცხადა სიხარულიძემ.
მისი თქმით, თუ აღნიშნული შენობის კარს ვერ გააღებენ, ასოციაციის წევრები შიგნით ძალით შეღწევას ეცდებიან.
ინვალიდთა ასოციაციამ შენობა სამი დღის წინ დაიკავა.

















