უახლოესი ორი დღის განმავლობაში მთელ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი 25 თებერვლიდანაა მოსალოდნელი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსი ზუგდიდში, ხოლო აღმოსავლეთში +7 გრადუსი თბილისში დაფიქსირდა.
ღამით ყველაზე დაბალი ტემპერატურა დასავლეთში - ზესტაფონში -1 გრადუსი, მთიან რაიონებში კი -5, -10 გრადუსი დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, ახალქალაქში -20 გრადუსი, თბილისში -4, კახეთში კი -7 გრადუსი იყო.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ნავარაუდევი არ არის.

















