logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილმა კლინტონის ვიზიტიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გამოკვეთა
მიხეილ სააკაშვილმა კლინტონის ვიზიტიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გამოკვეთა
19:59 05.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გამოკვეთა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჰილარი კლინტონის ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, პირველი გზავნილი თავდაცვის სფეროში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროგრამის გამოცხადება იყო.
მისი თქმით, მეორე საკითხია ის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საქართველოს თანამემამულეებს მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალება ექნებათ.
„ეს ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც იქ დარჩნენ საშუალებას მისცემს არ აიღონ ძალით რუსული პასპორტები და საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტებით მთელ მსოფლიოში იმოგზაურონ“ - განმარტა პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, ეს აშშ-ს მხრიდან წარმოუდგენლად დიდი დიპლომატიური მხარდაჭერაა და ამ მიმართულებით ბევრი მუშაობაა საჭირო.
მისი განმარტებით, ვიზიტის მესამე გზავნილი არჩევნებზე ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანაა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ნათლად ითქვა, რომ უამრავი რაოდენობის ნამდვილ დამკვირვებლებს გამოგზავნიან და არა მათ, რომლებიც ვითომ დამკვირვებლები არიან.
„საქართველოში ნამდვილი დამკვირვებლები, ნამდვილი სენატორები, ევროპარლამენტის წევრები ჩამოვლენ. ის ხალხი ვისაც ვერ მოისყიდიან, ვისაც ვერ დააშანტაჟებენ და ვინც მართლა იტყვის, რომ საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მათი ჩამოსვლა ქვეყნის შიდა სიტუაციის მანიპულაციის გარედან მსურველს საშუალებას არ მისცემს, სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით საქართველო სწორი გზიდან გადაიყვანოს.
„დღეს ძალიან კონკრეტული გზავნილები გაკეთდა. ეს ნიშნავს, რომ სწორ კურსზე ვდგავართ. გუშინ გამოცხადდა, რომ ქართველები ევროპაში მალე უვიზოდ იმოგზაურებენ, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დიალოგი დაიწყო“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს გეოპოლიტიკური სიტუაცია სწორი მიმართულებით თავბრუდამხვევად იცვლება. ეს კი, მისივე განმარტებით, საქართველოში მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობისთვის კეთდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა