მოყინვის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში შეყვანილ კიდევ ერთ პაციენტს დღეს თითების ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდება.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა კიდევ ორ პაციენტს დასჭირდეს.
რეფერალური საავადმყოფოს სტაციონარში ამჟამად მოყინვის დიაგნოზით 6 პაციენტია მოთავებული. 2 მათგანს უკვე ჩაუტარდა თითების ამპუტაცია. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ჯერ არ გაუმჯობესებულა.

















