სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხვალ, ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს, იერუსალიმის მერსა და ქნესეთის თავმჯდომარეს რეუვენ რივლინს შეხვდება.
ხვალვე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს რის შემდეგაც დელეგაცია ჰერცელის მთაზე იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან გამართა.
საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი წმინდა მიწაზე კიდევ 2 დღე გაგრძელდება.

















