კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანოზაციებმა საკაბელო ქსელით ყველა ტელევიზიის ტრანსლაციის
მოთხოვნით დღეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ აქცია გამართეს.
აღნიშნული კამპანიის მონაწილეების განმარტებით, მოსახლეობას საშუალება არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს, ვინაიდან მათ მაგივრად რეალურად არჩევანს საკაბელო ოპერატორები ან ტელევიზიების მფლობელები აკეთებენ.
„ჩვენი მოთხოვნაა საკაბელოში ქსელში ყველა ტელევიზია ჩაირთოს, რათა ხალხმა თვითონ გააკეთოს არჩევანი რომელს უყუროს. ასევე, მოვითხოვთ პარლამენტში განახლდეს მოლაპარაკებები ტელევიზიების მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ კამპანიის წარმომადგენლმა თამარ კორძაიამ.
აქციის დროს მონაწილეებმა მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც მათი მოთოვნები და შესრულების შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგებია მოცემული. გარდა ამისა, ბუკლეტში საუბარია არჩევანის თავისუფლების აუცილებლობის შესახებ.
ანალოგიური აქცია დღეს მეტროსადგურ „რუსთაველთანაც“ გაიმართა. კამპანია „ეს შენ გეხება“ საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა 2012 წლის თებერვალში წამოიწყეს და 2012 წლის მაისში მოქმედების მეორე ეტაპზე გადავიდნენ.

















