ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, განათლებისა და მენციერების სამინისტროში საორგანიზაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შტაბის წევრებმა აღნიშნეს, რომ როგორც საატესტატო ისე ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს წარმატებით დასრულდება და მათ მაღალ დონეზე ჩატარებას პირადად უზრუნველყოფენ.
საორგანიზაციო შტაბის სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ.
დიმიტრი შაშკინმა და შტაბის წევრებმა მუშაობის პირველ ეტაპზე სკოლებში ჩატარებული CAT-ის გამოცდები შეაჯამეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური თვალსაზრისით ყველა საკითხზე იმსჯელეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე შტაბის თითოეულმა წევრმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.
შტაბის სამუშაო შეხვედრები გამოცდების პერიოდშიც გაიმართება.

















