შიდსის დიაგნოზით თბილისში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც „ნიუსპრესს“ ინფეცქიური პათოლოგიის, შიდსისა და კლინილური იმუნოლოგიის
ცენტრში განუცხადეს, 45 წლამდე ასაკის ქალისა და მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებული მიმართვა იყო.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტებმა მათ დაავადების დამძიმებული ფორმით მიმართეს. შესაბამისად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოში 2012 წლის 1 ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნული ვირუსით ინფიცირების 3 339 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან 2 443 მამაკაცია, ხოლო 896 ქალი. მათი უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

















