საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 79,7 პროცენტი მხარს ოპოზიციის გაერთიანებას უჭერს.
კითხვაზე _ "უნდა გახდეს თუ არა 26 მაისს სამებაში ჩატარებული პარაკლისი დიდი ოპოზიციური ერთობის დასაწყისი" გამოკითხულთა 79,7 პროცენტმა დადებითად უპასუხა. ოპოზიციის გაერთიანებას გამოკითხულთა 15,2 პროცენტი ეწინააღმდეგება, ხოლო 5,1 პროცენტს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" შემდეგი გამოკითხვის კითხვა იქნება - " ეთანხმებით თუ არა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მინდია გულუა ხელისუფლების თამაშს თამაშობს"?

















