პარტიამ ,,მომავალი საქართველოსთვის“ დღეს რუსთაველის ძეგლთან ტაქსის მძღოლების მხარდამჭერი გამაფრთხილებელი აქცია გამართა.
პარტიის ლიდერის გიორგი ლაღიძის განცხადებით, ხელისუფლება მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად გაძვირებასა და დედაქალაქში კერძო ტაქსების აკრძალვას გეგმავს.
,,ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ 10 ათასობით ადამიანი თვითდასაქმებთ ირჩენს თავს. ხელისუფლება კი არ ერიდება საზოგადოების დაყაჩაღებას და მათ ლუკმაპურის შოვნის გზას უსპობს. ჩვენი აქცია არ არის ერთჯერადი, ის გამაფრთხილებელი სახისაა და აუცილებლად გავაგრძელებთ მანამ, სანამ სასაურველ შედეგს არ მივიღებთ“-განაცხადა გიორგი ლაღიძემ.
მისივე ინფორმაციით, ხელისუფლება ქმნის ე.წ ,,შვილობილ კომპანიებს“ როგორც ეს მიკროავტობუსების შემთხვევაში გააკეთა. „შემდგომ კი ეს ერთ კომპანიად გაერთიანდება რომელიც დედაქალაქში ტაქსებს შემოიყვანს“ - მიიჩნევს ლაღიძე.

















