logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ სულთმოფენობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ სულთმოფენობას აღნიშნავს
14:06 02.06.2012
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, ხვალ წმინდა სამების დღეც აღინიშნება.

საპატრიარქოს ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათიდან აღავლენს, ხოლო ლოცვას დღეს 18:00 საათზე ჩაატარებს.

სულთმოფენობის დღესასწაული მოძრავია. ის ყოველთვის აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

საქმე მოციქულთა მოგვითხრობს, რომ ამაღლებიდან მეათე, აღდგომიდან კი 50-ე დღეს, დილის 9 საათზე „იყო მეყსეულად ზეცით ოხვრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღავსო ყოველი იგი სახლი, სადა იგი იყვნეს მსხდომარე“.

ზეციდან გარდამოვიდა სულიწმიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოციქულებმა, რომლებიც მანამდე ებრაელების შიშით დარაბებდაგმანულ სახლში იკეტებოდნენ და მათთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ქადაგება.

ატეხილი ხმაურის გამო, სახლთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, სადაც ქრისტეს მოწაფენი ცხოვრობდნენ. ისინი უსმენდნენ მოციქულებს და უკვირდათ, რადგან ყველას საკუთარ ენაზე ესმოდა ხარება ღვთაებრივი განკაცებისა და ხსნის შესახებ.

სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით იმოსება, რაც ადამიანის სულიერი განახლების მიმანიშნებელია. ტაძრებს ყვავილებით, ფოთლებით, აყვავებული ტოტებით რთავენ. ძირს ეფინება, რაც შეიძლება, მეტი ბალახი. მორწმუნეები ამ დღეს წირვაზე ყვავილების თაიგულებში ჩამაგრებული სანთლებით მიდიან.

სულთმოფენობის დღეს წირვის შემდეგ სულიწმიდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაო“ და მუხლმოდრეკის ლოცვები იკითხება.

სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგი კვირა მსგეფსია. შემდეგ კი პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა