საქართველოს მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2012-2013 სასწავლო წლიდან უფასო სახელმძღვანელოებს უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს.
სამინისტროს ცნობით, უფასო სახელმძღვანელოებს სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა და მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, რომელთა სამი ან მეტი შვილი ერთსა და იმავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს და ოჯახი არ განეკუთვნება ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიას.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსწავლეთა მშობლები ვალდებულნი არიან 1-დან 15 ივლისამდე სკოლაში სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან გაცემული ცნობა წარადგინონ. მათი სარეიტინგო ქულა 70 ათასს ან ნაკლებს უნდა შეადგენდეს.
მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსდება. მშობლების მიერ წარდგენილი ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოში გადამოწმდება და მათი სისწორის დადასტურების შემთხევვაში, მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებენ.

















