პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი იუსტიციის სახლების მიერ სასკოლო ატესტატების გაცემას ერთი სარკმლის პრინციპის სრულფასოვან ფუნქციონირებას უკავშირებს.
„ძალიან კარგი იქნება, თუ იუსტიციის სახლები იმ ფუნქციას შეასრულებენ, რომელიც თავიდანვე იყო დასახული. იმ დოკუმენტების კონსოლიდაცია ხდება, რომლებსაც სხვადასხვა უწყება გასცემდა. მოქალაქეთა სრულყოფილი მომსახურება მოხდება“ – განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, მოქალაქეს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ატესტატის იუსტიციის სახლში აღების შესაძლებლობა ექნება.
„იუსტიციის სახლის ამოცანაა, გასცეს ყველა დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეს სახელმწიფოსგან სჭირდება და რასაც ერთი სარკმლის პრინციპი ჰქვია“ – აღნიშნა გაბაშვილმა.
განათლების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლიდან ატესტატებს იუსტიციის სახლები გასცემენ.

















