პრესის სარეალიზაციო სპეციალური ველოსიპედები მალე საქართველოს რეგიონებშიც იმოძრავებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციიდან“ აცნობეს, მათ მიერ შეკვეთილი ველოსიპედების პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა.
რამდენიმე ახალი ველოსიპედი, დამატებით თბილისში, დიღომსა და საბურთალოზე იმოძრავებს, დანარჩენები კი - რეგიონებში გადანაწილდება.
დღეისთვის, თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია პრესას სპეციალური ველოსიპედებით, ურიკებითა და სტელაჟებით 145–მდე რეალიზატორის საშუალებით ავრცელებს.

















