სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით რესტორან "ფაეტონში" "ქართული ნუგბარის დღე" გაიმართა.
მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სავაჭრო ობიექტებისა და დიდი სუპერმარკეტების ხელმძღვანელები, ასევე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებიც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ტიპის გამოფენები ხელს შეუწყობს ქართული კომპანიებისა და ეროვნული პროდუქტის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
როგორც "ნიუსპრესს"" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საზღვარგარეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იგეგმება ფესტივალების მოწყობაც.

















