logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები მინისტრისგან საჯარო განმარტებას მოითხოვენ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები მინისტრისგან საჯარო განმარტებას მოითხოვენ
12:51 01.06.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისგან დაუყოვნებელ საჯარო განმარტებებს მოითხოვენ.
ცენტრის ყოფილი თანამშრომლები კატეგორიულად ითხოვენ -საზოგადოებას განუმარტონ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის გადაწყვეტილება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის გათავისუფლების თაობაზე და რატომ გაატარა მინისტრმა ფუნდამენტური საკადრო ცვლილება გამოცდების დროს.
ცენტრის ექს-თანამშრომლებმა ეს მოთხოვნა პრესკონფერენციაზე დააყენეს და შესაბამისი განცხადება გაავრცელეს.
მათი თქმით, თანამშრომლების მხრიდან სამსახურის დატოვება მინისტრის დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე პასუხი და პრინციპული გადაწყვეტილებაა.
„ჩვენს მიერ სამსახურის დატოვება არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯის მიღმა პოლიტკური მოტივების ძიება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განვითარებულმა მოვლენებმა და გავრცელებულმა არაობიექტურმა ინფორმაციამ კიდევ ერთი განმარტების აუცილებლობა დაგვანახა“- განაცხადეს ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა და აღნიშნეს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდამ ობიექტური იყო და კორუფციისგან თავისუფალ სისტემას ქმნიდა. მათივე თქმით, როგორც ჩანს, მინისტრის პოლიტიკა ამ პრინციპებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
ყოფილი თანამშრომლის ივა მინდაძის განმარტებით, ამის დასტურია განათლების მინისტრის მცდელობები - უხეშად ჩარეულიყო ცენტრის მუშაობაში. გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი კი, მისივე განმარტებით, სწორედ ასეთ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა.
,,ჩვენ საჯარო სივრცეში დავრჩით, მაგრამ საჯარო სამსახურს გარეთ. სანაცვლოდ, ახლა უკვე შეგვიძლია სამინისტროსთან განათლების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსია როგორც თანასწორის და არა როგორც დაქვემდებარებულის პოზიციიდან“- განაცხადეს ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა და აღნიშნეს, რომ როგორც ცენტრის ექს-ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, ისინიც დაინტერესებული არიან ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში და შესაძლებლობის ფარგლებში, მზად არიან ხელი შეუწყონ ამ პროცესს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა