სამტრედია-აბაშის ავტომაგისტრალზე, სოფელ მარანთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ორი დაშავებული ქუთაისის, ოთხი კი, სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა რთულია.
ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

















