საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს.
ამის შესახებ მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს მასწავლებელთა სახლში, პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეგიონებში მომუშავე პედაგოგებს პოლიტიკოსები ატყობინებენ, რომ სამინისტრო და ხელისუფლება მათ გათავისუფლებას აპირებს.
დიმიტრი შაშკინი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი განმარტებით, მასწავლებელთან კონტრაქტს სკოლის ადმინისტრაცია აფორმებს, შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგს სკოლიდან ვერ დაითხოვს.

















