ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრიჩაილდი“ და ბათუმის სოციალური მომსახურების
სააგენტოს წარმომადგენლები ხვალ, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურეობის-მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრის შესახებ დისკუსიას გამართავენ.
ევროკავშირის დაფინანსებით, „ევრიჩაილდის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევა ჩატარდა. ეს არის პირველი შეფასება, რომელიც ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიულ მომსახურეობას მოიცავს.
დაგეგმილ საჯარო დისკუსიაში კვლევის შედეგები და მათ საფუძველზე პროექტის 11 პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები განიხილება, რომლებიც განათლების, ჯანდაცვის, ადმინისტრაციულ და დაფინანსების შესაძლებლობებს ეხება.

















