ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში
საქველმოქმედო ღონისძიება - კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება 7 მაისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, აზერბაიჯანში ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელ მეშაბაშში დანგრეული ქართული სკოლის დასახმარებლად ტარდება.
ხვალინდელ ღონისძიებაზე ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა და პოეზიის საღამო გაიმართება.
გამოფენილი იქნება, როგორც აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი ბავშვების, ასევე, ადგილობრივების ნამუშევრები.
საქველმოქმედო ღოსნისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
დარბაზში განთავსდება შესაწირი ყუთი. ღონისძიებისთვის ასევე, საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიში გაიხსნა, სადაც საზოგადოებას ბავშვების დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შეუძლია.
ანგარიშის ნომერი - GE27 BG00 0000 0919 0082 00
ბანკის კოდი - BAGAGE22
ორგანიზატორების ინფორმაციით, შემოსული თანხა აღნიშნულ სკოლას მოხმარდება, ხოლო სხვა სახის შემოწირულობა იმ ბავშვებზე გადანაწილდება, რომელთა ნამუშევრებსაც ღონისძიებაზე წარმოადგენენ.
ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს ქალთა საბჭო, ქალაქ თბილისის მერია, ლიტერატურის მუზეუმის და ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხელი“ არიან.

















