სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ევროპიდან სამშობლოში გუშინ დაბრუნდა.
ილია მეორეს აეროპორტში მრევლი და საპატრიარქოს წარმომადგენლები დახვდნენ. პატრიარქი პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში წავიდა და მრევლს იქ შეხვდა.
ილია მეორემ ღმერთს მადლობა გადაუხადა სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს არაფერი სჯობია.
პატრიარქმა შვედეთის კლინიკაში გამოკვლევები და პროფილაქტიკური კურსი გაიარა.
შევედეთში გამგზავრებამდე კი, ილია მეორე საფრანგეთში ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო.

















