მედია-კავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან „ობიექტივის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებზე
სხვადასხვა სახის ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ობიექტივის“ ოფისისა და თანამშრომელთა საცხოვრებელი კორპუსების წინ, სისტემატური ხასიათი აქვს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა „მორიგეობას“, ასევე, უკანონო თვალთვალსა და სატელეფონო მოსმენას.
„ღამის სტუდიის“ დასრულების შემდეგ, სახლის სადარბაზომდე სისტემატურად მაცილებს უნომრო დაბურულმინიანი ავტომანქანა. „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარეს, „ობიექტივის“ წამყვანს დავით თარხან-მოურავს კი, ძალოვანი სტრუქტურებიდან ემუქრებიან დაპატიმრებით, თუ ის საქართველოს არ დატოვებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ინაშვილის თქმით, „ობიექტივის“ ოფისის წინ, კინოს სახლის მიდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად აზიანებენ „ობიექტივის“ წამყვანებისა და სტუმრების ავტომანქანებს.
მისივე თქმით, ის ფლობს ინფორმაციას იმის თობაზე, რომ შესაძლოა, მას ნასვამ მდგომარობაში მყოფი პირის ავტომანქანა დაეჯახოს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ობიექტივის“ დამწყებ ჟურნალისტებს ოჯახის წევრების დაპატიმრებით ემუქრებიან თუ „ობიექტივს“ არ დატოვებენ.
ინაშვილის განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა, მედია-კავშირი „ობიექტივი“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობა არ აპირებენ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას.
ინაშვილი უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედია-საშუალებებს სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებს.
„ობიექტივი“ განცხადების ტექტს ყველა საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციას გადაუგზავნის.

















