logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ხატია დეკანოიძე - მე ვიქნები სახელმწიფოს მხრიდან გარანტი იმისა, რომ გამოცდები ხარვეზების გარეშე ჩატარდება
ხატია დეკანოიძე - მე ვიქნები სახელმწიფოს მხრიდან გარანტი იმისა, რომ გამოცდები ხარვეზების გარეშე ჩატარდება
13:14 30.05.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე გამოცდების ხარვეზების გარეშე ჩატარების პირობას დებს. ამის შესახებ   მან ახალ თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, შემოთავაზება გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე მისთვის მოულოდნელი იყო.

მისი შეფასებით, მიუხედავად სფეროების განსხვავებისა, ორივე უწყება - შსს-ც და განათლების სამინისტროც, განსაკუთრებით სერიოზულ მიმართულებებს წარმოადგენენ.

დეკანოიძის თქმით, მან განათლების სისტემაში მანდატურის ინსტიტუტის დანერგვაში მონაწილეობა მიიღო, რაც ეამაყება.

დღესვე, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ წელს საქართველოში გამოცდები ზედმიწევნით კარგად და ხარვეზების გარეშე ჩატარდება.

,,მე ვიქნები სახელმწიფოს მხრიდან გარანტი იმისა, რომ არავითარი ხარვეზი გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში არ იქნება. ეს ეხება როგორც მისაღებ გამოცდებს, ასევე, სხვა ტიპის გამოცდებსაც“ - განაცხადა დეკანოიძემ და იქვე დასძინა, რომ რეფორმა ველოსიპედის ტარებას ჰგავს -როგორც კი შეჩერდები, გადმოვარდები.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნულ ცენტრში, იგი არაერთი სიახლის განხორციელებას აპირებს.


,,ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც სიახლეების დანერგვაში დამეხმარებიან“-აღნიშნა მან.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, დეკანოიძის თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს სრული თავისუფლება აქვთ - ვისაც სურვილი ექნება, სამსახურში ყველა დარჩება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან 28 მაისს გაათავისუფლეს. პროტესტის ნიშნად, სამსახური დატოვა ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, იგი დღემდე პოლიციის აკადემიის რექტორი იყო.



ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა