არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დედათა კომიტეტი“ და ,,პატიმართა და პრობაციონერთა დამხარების ფონდი“ კონტროლის პალატის
მიერ ფონდ ,,ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილების ფაქტს ეხმაურება.
როგორც ,,დედათა კომიტეტის“ თავმჯდომარემ ქეთევან ადამიამ განაცხადა, ის გმობს ხელისუფლების მხრდიან განხორციელებულ უკანონო ქმედებებს „ფონდი ,ქომაგის“ მიმართ და სრულ თანადგომას უცხადებს ფონდის თავმჯდომარეს ია მეტრეველს.
,,ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების ტერორი, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და განსაკუთრებით საქველმოქმედო ფონდებზე უკანონო სანქციების დაწესება“ - განაცხადა ქეთევან ადამიამ.
მისი თქმით, ეს არის ღია ტერორი და იმათი პირდაპირი დაშინება, რომლებსაც სურვილი აქვს უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ.
,,დედათა კომიტეტი“ საზოგადოებას მოუწოდებს ფონდი ,,ქომაგის“ დასახმარებლად შემოწირულობები გაიღონ.

















